სოფელ დართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

4 სექტემბერი 2014

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სოფელ დართლოში ჩატარებული კვლევისშედეგად, სოფელში არსებულ  საუკუნოვან სახლებს  რეაბილიტაცია ესაჭიროება .

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კულუტურული მემკვიდრეოის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით,  დართლოს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო .  აღსანიშნავია, რომ უცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტებისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამის პრეზენტაცია 31 ივლისს, სასტუმრო რედისონში გაიმართა გაიმართა. 

დაწყებული სამუშაოების დასათვალიერებლად  დღეს დართლოში რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე-თორნიკე თორაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი,  სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი აჰმედ აივეიდა  და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იმყოფებოდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ,   დავით შავლიაშვილი, გიორგი ამაშუკელი და თორნიკე თორაძე, ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დართლოს რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1,372,023 ლარია. პროექტი  მსოფლიო ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ფინანსდებამისი ხანგრძლივობა 15 თვეა და  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი  34 სახლის რეაბილიტაციას მოიცავს.  

 ამ ეტაპზე დაიწყო  დართლოში მდებარე 7 სახლის რეაბილიტაციახოლო კიდევ  27 სახლის  სარემონტო სამუშაოები  2015 წლის ბოლომდე დასრულდება. 

სამუშაოებს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სპეცინჟმშენი“  ახორციელებს .

პროექტის  მიზანი,  კახეთის რეგიონის ტურიზმთან და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან დაკავშირებული,  ინფრასტრუქტურული მომსახურების გაუმჯობესებაა. პროექტის განხორციელების შედეგად მოწესრიგდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რაც ტურისტების მოზიდვას და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დართლოს რეაბილიტაცია ამ პროექტით არ დასრულდება, საქართველოს მთავრობა დართლოში, მომავალში განსახორციელებელ ახალ  პროექტზე უკვე მუშაობს.

 

სოფელი დართლო, კავკასიაში, ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე- თუშეთის რეგიონში მდებარეობს და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე,  ტურისტების  განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.