სოფელ განთიადსა და სოფელ ბარეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება

27 თებერვალი 2026

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წალკის მაღალმთიან სოფლებში  საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს.

 

განთიადსა და ბარეთში, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება  სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის  საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები“  ფარგლებში.

 

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 72 კვირაა  განსაზღვრული. 

 

სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა გათვლილია  340 მოსწავლეზე,  სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეების რაოდენობა კი  350-ს შეადგენს.

 

პროექტი ითვალისწინებს სკოლებში თანამედროვე და ეკოლოგიური გარემოს შექმნას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.


შედეგად, განთიადისა და ბარეთის სკოლებში მნიშვნელოვნად შემცირდება ენერგომოხმარება,  CO2 ემისიები, შენობების ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები.


გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს  ორივე სკოლის  გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას.