სოფელ ძეგვში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა და სრულად განახლებულმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები უკვე მიიღო.
განხორციელებული პროექტები სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.
დასრულებულ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძეთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილითან და გოგი აბუაშვილითან ერთად ადგილზე გაეცნენ.
მინისტრმა სოფელ ძეგვის რეაბილიტირებული ბაღი მოინახულა. 150 ბავშვზე გათვლილ შენობაში მოწყობილია საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები.
შენობა აერთიანებს სასწავლო, საძინებელ და ადმინისტრაციულ ოთახებს, სამზარეულოს, შიდა და გარე სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეს.
სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის მშენებლობა სახელმწიფომ 4 მილიონი ლარით დააფინანსა.


