სოფელ იანეთში ახალი სკოლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

23 თებერვალი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში ახალი სკოლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
 
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 300 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მისი პროექტი, შემდგომში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.
 
ახალ სკოლაში საკლასო ოთახებთან ერთად უნდა მოეწყოს, სამეცნიერო ლაბორატორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცე, ბიბლიოთეკა, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები.
პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე, სამედიცინო კაბინეტის, კვებისთვის განკუთვნილი სივრცის, სპორტული დარბაზის და გასახდელების მოწყობა.
 

გარდა ამისა, სკოლის ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ღია, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და სკოლის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე შენობა-ნაგებობები.