სოფელ ზედა ხუნწის სკოლის მშენებლობა დასრულდა

21 თებერვალი 2026
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სოფელ ხუნწის სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება 1.3 მილიონი ლარი შეადგინა.


