ნაფიჩხოვოს სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

21 თებერვალი 2026

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი.

 

შენობაში განთავსებულია კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზები, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა სათამაშო და სპორტული მოედნები.