დაბა ჩხოროწყუში აფხაზეთის N10 სკოლა შენდება

21 თებერვალი 2026
დაბა ჩხოროწყუში 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა გრძელდება.
პროექტის მიხედვით, სკოლის შენობა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სადაც მოსწავლეები თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ, ინკლუზიურ გარემოში ისწავლიან.
სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან განათლების მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მასწავლებლები.


