ხაშურის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური კომპლექსის და რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის და რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის კომპლექსი მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლებას როგორც სპორტულ, ისე კულტურულ შემენებით საჭიროებებს.
კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს.
შენობაში განთავსდება მედიათეკა, ქორეოგრაფიული, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეები, სტემ-კლუბი და ღონისძიებების მრავალფუქციური დარბაზი.
სურამში იგეგმება, ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნის აშენება, რაც ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.


