სოფელ ტირძნისში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

14 თებერვალი 2026

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში საბავშვო ბაღის ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟის შემდეგ ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

შენდება 150 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი.
 
პროექტი ითვალისწინებს სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული ოთახების, სამზარეულოსა და მრავალფეროვანი სათამაშო ეზოს მოწყობას. სრულად განახლდება უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობისა და საკანალიზაციო სისტემები.
 
საბავშვო ბაღის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.