ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვე-პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმისა და გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტების საჯარო განხილვა

17 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: დუშეთი
დონორი: WB

 2017 წლის 21 ივლისს 12:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ანანურის საჯარო სკოლაში გაიმართება ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვე-პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმისა და გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტების საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP 3) ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

 

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. კერძოდ, მოეწყობა სასეირნო ბილიკები მწვანე გაზონით, განთავსდება დეკორატიული სკამები, ურნები და ლამპიონები. საპროექტო ადგილას მოეწყობა ავტოსადგომი.

 

განსახლების სამოქმედო გეგმისა და გარემოსდაცვითი დოკუმენტები ხელმისაწვდომია როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე - შემდეგ ბმულებზე: 

 

Draft Ananuri-Resettlement Action Plan

 

ER-Ananuri tourist infrastructure-ge 

 

ასევე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, . აღმაშენებლის გამზირი #150

 

საკონტაქტო პირები:

          -       ნუცა გუმბერიძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი,

                მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge 

          -       გენადი გუმბათაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ანანურის ადმინსიტრაციულ ერთეულში

                       მობ: +995 599 17 68 43