ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა
2017 წლის 19 ივლისს 12:00 საათზე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზი (მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. N45) გაიმართება ქვე-პროექტის - „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150,
ტელ: 2 43 70 01 / 206.
- ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. N45
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი,
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
- ბადრი მესხი - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურის უროსი
მობ: 595 900 444, ელ-ფოსტა: badri.meskhi@gmail.com
EMP_Zugdidi Botanical Garden-ENV cleared (2)-GEO