ბაზრის კვლევა - ფილარმონიის რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურება

გამოქვეყნებულია: 27 აგვისტო 2025    /    ძალაშია: 12 სექტემბერი 2025

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 12 სექტემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით, შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .
დანართები:
1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.