სოფელ მოხისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

6 აგვისტო 2025
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში დაწყებულია ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სახემწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი მოიცავს ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის: სასწავლო, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, სამზარეულოს, კეთილმოწყობილ ეზოს, ასევე — უსაფრთხოების, ენერგოეფექტური გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების თანამედროვე სისტემებს.
ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები შეფერხებულია. საკითხს მუნიციპალური განვითარების ფონდი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.