სოფელ დვანში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა

6 აგვისტო 2025
საოკუპციო ხაზთან მდებარე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
 
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
 
პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
 
შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
 
ბაღის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 2.2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

 

ბაღის მშენებლობა უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, ქმნის ღირსეულ და თანამედროვე გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის.