სოფელ შინდისში საბავშვო ბაღი სრულად განახლდება
6 აგვისტო 2025
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 125 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი სრულად განახლდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთანერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში შეიქმნება ყველა თანამედროვე პირობა ბავშვების უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსთვის — მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო სისტემები, ეზოები და უზრუნველყოფილი იქნება სრულად ადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ახალი კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს სამუშაოებს და 2026 წლის გაზაფხულისთვის სოფელს სრულად განახლებული საბავშვო ბაღი ექნება.