დაბა აგარის 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

30 ივლისი 2025

 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლა სრულად განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 

შენობის აღდგენის შედეგად   მოსწავლეებისთვის  შეიქმნება  უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

 

აგარის სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ლაბორატორიის, სპორტული მოედნებისა და ეზოს მოწყობას.

 

შენობაში სრულად შეიცვლება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

 

სკოლა ადაპტირებული იქნება  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის.

 

აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით.

 

პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 7.5 მლნ ლარს.