სოფელ რუისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

30 ივლისი 2025
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ახალი ბაღი შენდება. საბავშვო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღის შიდა და გარე სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს ბავშვების სოციალიზაციის, განათლებისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას.
რუისის საბავშვო ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად. მოეწყობა რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.7 მილიონ ლარს შეადგენს.