ოზურგეთში №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 ივლისი 2025
ქალაქ ოზურგეთში №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბაღის მიმდინარე სამუშოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საბავშვო ბაღი 200 ბავშვზეა გათვლილი და პროექტის მიხედვით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
განახლების შედეგად, საბავშვო ბაღში მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელი, ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო და და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.
მოწესრიგდება, ასევე, უსაფრთხოების, გათბობის, ელექტრობის და საკანალიზაციო სისტემები.
ოზურგეთის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას სახელმწიფო 3.7 მლნ. ლარით აფინანსებს.