სოფელ ღოუბანში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

18 ივლისი 2025
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში, 70 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
 
მიმდინარე სამუშოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ დაათვალიერეს.
 
თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სკოლას ექნება ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორია, რაც მოზარდებს პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
 
გათვალისწინებულია, ასევე, ბიბლიოთეკის, სპორტული დარბაზისა და ღია მოედნების მოწყობა.
 
სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება.
 
პროექტის ღირებულება 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.