ინფრასტრუქტურის სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, ასევე წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში საბავშვო ბაღის და სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღამასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ადგილზე გაეცნო.
,,ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობას რეგიონებში. დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში, მოვინახულეთ მიმდინარე სამუშაოები. რამდენიმე ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეფერხებები და პრობლემები, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას. ჩვენ მუდმივ მონიტორინგზე გვექნება ეს საკითხი, მინდა გავაფრთხილო კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები, რომ მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი. ერთ-ერთი ბაღის ობიექტზე ჩავედით გაფრთხილების გარეშე, ამ სახის ინსპექტირებას გავაგრძელებთ მუდმივ რეჟიმში“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.