სოფელ როდინაულში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

 ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ რეგიონებში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ზესტაფონში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. ზესტაფონის სკოლის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და 2026 წელს უნდა დასრულდეს.