ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

22 თებერვალი 2025

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდათსა და სოფელ გვიმრიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.

მშენებლობის პროექტები ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი ლარით დაფინანსდა.

50 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ჯამში, 32 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია 4 საბავშვო ბაღის მშნებელობა და 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტები ,,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამისფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 74 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.