გზების რეაბილიტაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში
ქვეპროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის გზების რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთებია:
· „ბოხორის“ და „ინტერატის“ უბანი - სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე- 1,335 მ;
· ბოდბის ცენტრალური გზა - სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე- 2662 მ;
· ზემო და ქვემო ბოდბეს დამაკავშირებელი გზა - სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე 3379 მ;
· გონთახევის უბანი - სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე -1813 მ.
გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტით გათვალისწინებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ციხისუბანის, ღორთუბანის, ზედუბანის და აფიეთის დამაკავშირებელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
2022 წ. 9 ნოემბერს, მგფ-ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო განხილვა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში გზების რეაბილიტაციის ქვეპროექტის და აღნიშნული პროექტისთვის მომზადებული გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშის პროექტის.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
ESMP Bodbe Roads_December_SM (Geo)