ქუთაისში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები გადაეცათ
ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები კიდევ 320 დევნილი ოჯახისთვის აშენდა.
დევნილებისთვის საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ჯამში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019-2024 წლებში, 2440 ოჯახისათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსები ააშენა.
პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამური ღირებულება - 149.9 მილიონი ლარია.