სოფელ ჭურჭელაურებისა და სოფელ ზემო არტანის დამაკავშირებელი გზის 10კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
10 აგვისტო 2022
მუნიციპალიტეტი: თანეთი
დონორი: WB
ქვე-პროექტი - „სოფელ ჭურჭელაურებისა და სოფელ ზემო არტანის დამაკავშირებელი გზის 10კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია“ ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს, არსებული გზის 9,610 მ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომელიც წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: ჭურჭელაურის, მამადაანების, ლიშოს, ბოდახევას, თეთრაულების, ქვემო და ზემო არტანების დამაკავშირებელ გზას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2022 წლის 27 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო არტანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: