თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

21 ივნისი 2024

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთვის საავტომობილო გზის 3.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს. მოცემულ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი 3.3 კმ-იანი გზის პროექტირებაზე.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ანალიზისა და მულტიფუნქციური შედარების საფუძველზე უნდა მოამზადოს  ცემენტო ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით, კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილ საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.

 

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთი გადის ფონიჭალის დასახლებასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა მაღალია და პიკის საათებში რთულდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამართულად ფუნქციონირება.

ამასთან, მნიშვნელოვანია თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის უკვე ექსპლუატაციაში არსებული მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.  

 

 

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: 

 

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5572