კონფერენცია ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე

12 ივნისი 2024

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე   საქართველოში FIDIC-ის ბიზნეს დღეების ფარგლებში გამართულ კავკასიის და ცენტრალური აზიის სამშენებლო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი ციბაძემ ყურადღება გაამახვილა საინჟინრო-საკონსულტაციო და იურიდიული სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის აუცილებლობაზე.

კონფერენციის მიზანს საინჟინრო პროფესიის მხარდაჭერა, ამ სფეროში საუკეთესო სტანდარტების დანერგვა და FIDIC-ის ცოდნით საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენდა.

შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.