მუნიციპალური გზების რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
ქვე-პროექტი - “მუნიციპალური გზების რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში“, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური გზების რეაბილიტაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს 10 (ათი) გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას წყალტუბოს რამდენიმე უბანში, ფარცხანაყანევის, მაღლაკის, და ზედა მესხეთის ჩათვლით. გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 31.3 კმ შეადგენს.
პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2021 წლის 8 ივლისს Zoom აპლიკაციის გამოყენებით.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: