გურიის რეგიონში 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გურიის რეგიონში ბაღების მშენელობა-რეაბილიტაცის პროგრამას ახორციელებს.
ფონდი, ჯამში, გურიის რეგიონში 26 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ბიუჯეტი 44.2 მილიონი ლარია.
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობაც.
ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.
გარდა ამ ბაღებისა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაასრულა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და სოფელ ხაჯალიაში, 100 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
ახალი ბაღების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა 8,8 მილიონი ლარით დააფინანსა.