ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია ქალაქ ქობულეთში

28 აპრილი 2017
მუნიციპალიტეტი: ქობულეთი
დონორი: WB

ქვე-პროექტი - “ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია ქალაქ ქობულეთში”, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. ქობულეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, არსებული ძველი კედლის დემონტაჟს, სანაცვლოდ ახალი 1900 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი საფეხურებიანი კედლის მოწყობას და ასევე ბულვარის ტერიტორიის კეთილმოწყობას. 

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2017 წლის 27 აპრილს 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში (მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №141, ქობულეთი, 6200, საქართველო).

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

  EMP_KobuletiSeaWall-geo