საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ყვარელში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ყვარელში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია.
კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, ყვარელში უკვე დასრულდა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება.
მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ქოქიაშვილმა ადგილზე მოინახულეს.
მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელების შედეგად, უკვე დასრულებულია ილია ჭავჭავაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია.
ყვარელში, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაფინანსებული პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, განხორციელდა ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება. 6 შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცი და შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 8.9 მილიონი ლარია.