დაბა ურეკის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
450 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. შენობაში 24 საკლასო ოთახი, 4 კლასლაბორატორია და სპორტული დარბაზი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც. დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 171 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობიდან, სამუშაოები უკვე დასრულებულია 144 სკოლაში. 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, დამატებით 16 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოების ეტაპობრივი დასრულებაა დაგეგმილი.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 5 სკოლის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2024 წელს, ხოლო 2025 წელს - CEB-ით დაფინანსებით, თბილისის 6 სკოლის რეაბილიტაცია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის 60 მილიონი ევროს მხარდაჭერით, უკვე დაიწყო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის ახალი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, აშენდება და რეაბილიტირდება, სულ, 64 სკოლა.
ფონდი, აგრძელებს სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამას და 2024 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დაახლოებით, 200-მდე სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა.