ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება გრძელდება

27 ივლისი 2023

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება გრძელდება.

 

ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ტენდერები ბათუმისა და ბორჯომის ისტორიული ნაწილის განვითარებასა და განახლებაზე გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს ბათუმსა და ბორჯომში ტურისტულად მიმზიდველი და ისტორიული არელების განახლებას.
ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს თელავისა და ქუთაისის ისტორიული არეალის განახლებაზე ტენდერები.
 
ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამა 5 წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა და მესტიის მუნიციპალიტეტები.  
 
პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად, გაგრძელდება ტენდერების გამოცხადება სხვა შერჩეულ მდებარეობებზეც. კერძოდ, ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლებაზე;  წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ახალი რეკრეაციის განვითარებაზე; ზუგდიდის ახალი ბულვარის მოწყობაზე. პროგრამა ითვალისწინებს სტეფანწმინდის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც. 
 
ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.  
 
ტენდერები შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ გვერდზე:
 
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5222
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5223