ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია ქალაქ ქობულეთში

25 აპრილი 2017
მუნიციპალიტეტი: ქობულეთი
დონორი: WB

2017 წლის 27 აპრილს 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში (მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №141, ქობულეთი, 6200, საქართველო) გაიმართება ქვე-პროექტის - „ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია ქალაქ ქობულეთში“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. ქობულეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, არსებული ძველი კედლის დემონტაჟს, სანაცვლოდ ახალი 1900 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი საფეხურებიანი კედლის მოწყობას და ასევე ბულვარის ტერიტორიის კეთილმოწყობას. 

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

 -  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206.

 -  ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დავით აღმაშენებლის გამზირი №141, ქობულეთი, 6200, საქართველო.

  

საკონტაქტო პირები:

 

 - ქეთევან პაპაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი,

მობ.: 599149696,  ელ-ფოსტა: kpapashvili@mdf.org.ge

 

 - ნონა ჭიჭინაძე, სოციალური და გენდერული საკითხების სპეციალისტი,

მობ.: 599 56 51 09, ელ-ფოსტა: nchichinadze@mdf.org.ge;

 

 - სულხან ევგენიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი,

მობ: 591 11-50-00, ელ-ფოსტა: sulxani-1978@mail.ru.    

 

  EMP-KobuletiSeaWall-geo