ვარძიის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი

15 მარტი 2017
მუნიციპალიტეტი: ასპინძა
დონორი: WB

2017 წლის 16 მარტს 14:00 საათზე, ვარძიის კომპლექსის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „ვარძიის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის საჯარო განხილვა.

                                                          

ქვე-პროექტი „ვარძიის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს არსებული ავტოსადგომის გაფართოებას, ვიზიტორთა ცენტრისა და სავენახე ტერასების მოწყობას, ვარძიის კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.

 

 ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge ), ასევე შემდეგ მისამართებზე:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - . თბილისი, . აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202.

საკონტაქტო პირები

ნინიკო ისაკაძე, გარემოს დაცვის უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 93 62 45 67, ელ-ფოსტა: nisakadze@mdf.org.ge

 

 

 

ანზორ ალელიშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ელ-ფოსტა: anzor.alelishvili@gmail.com, ტელ : 551 744 004

 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

 

  გარემოსდაცვითი მიმოხილვა- ვარძია