მარნეულში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი შენდება
საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს.
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 8.1 მილიონ ლარით აფინანსებს.
მშენებარე სტადიონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში შენდება ცენტრალური სტადიონი 2000 გულშემატკივარისთვის განკუთვნილი ტრიბუნით. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები. მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.