ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, 180 ბავშვზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით.
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, 180 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.
ახალ საბავშვო ბაღში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშო და ეზო.
პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.
ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
ახალი ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 3 მილიონი ლარით აფინანსებს.