გორის მუნიციპალიტეტი სოფელ ქერესა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი სკოლები აშენდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერესა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი სკოლების მშენებლობა დაასრულა.
სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლა 90 ბავშვზეა გათვლილი.
მნიშვნელოვანია, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში სკოლის მშენებლობის შედეგად, ბავშვები ინფრასტრუქტურულად გამართულ და კეთილმoწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის ახალი საჯარო სკოლის შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს 12 საკლასო ოთახს, 3 კაბინეტს და 1 ლაბორატორიას.
სკოლებში საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება და ახალი სკოლების მშენებლობის შედეგად, უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.