ზუგდიდში მეთორმეტე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში მეთორმეტე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო და მხოლოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 50 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ახორციელებს.