სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა.
სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
ახალი სკოლის მშენებლომადე, სოფელ ქვემო მაჩხაანში ბავშვები თეატრის ძველ შენობაში სწავლობდნენ.
90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია მოეწყო.
საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 90-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.