სიახლეები
1 თებერვალი 2026
ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
150 მოსწავლეზე გათვლილ ქუთაისის №28 საჯარო სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
31 იანვარი 2026
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირებისთვის.
31 იანვარი 2026
ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
30 იანვარი 2026
მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს. შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 7 თვეა განსაზღვრული.
30 იანვარი 2026
რეგიონებში კულტურული-სპორტული-საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყობა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ საკონკურსო კომისიის სხდომაზე შეფასდა ამბროლაურის კულტურის სახლის, თელავის საცურაო აუზისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის არქიტექტურული კონცეფციები. კონკურსების მიზანია რეგიონებში თანამედროვე, ფუნქციური და გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
30 იანვარი 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობას იწყებს.
28 იანვარი 2026
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
27 იანვარი 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს.
26 იანვარი 2026
კასპში ახალი პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას. პროექტის მიზანია შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის დასვენების, გართობისა და სხვადასხვა აქტივობებისთვის კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.
26 იანვარი 2026
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება დაინერგება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნატო საძაგლიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia შორის, BIM განათლების განვითარების მიზნით, გამართულ ღონისძიებას დაესწრო.












