გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორცეილებს.
პროექტს საქართველოს მთავრობა 4.1 მილიონი ლარით აფინანსებს.
პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდი მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, კონტრაქტორ კომპანია, სათანადოდ ვერ ასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს. მას საკმაოდ დიდი ჩამორჩენა აქვს გეგმა გრაფიკიდან. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია მისთვის მითითების მიცემა,“-ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის პირველმა მოადგილე, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, სამუშაოების შესრულების პროცესის გაცნობისას განაცხადა.
გიორგი ციბაძის თქმით, კონტრაქტორ კომპანიას მიეცა საბოლოო გაფრთხილება და თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სათანადოდ არ შესრულდება უახლოეს პერიოდში, ფონდი მიმართავს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს.