ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ზუგდიდში მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე იმართება
30 მაისი 2022
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 ივნისს, 12 საათზე ფონდის №202 ოთახში ზუგდიდში"ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის" მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრის მიზანია, ზუგდიდში "ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის" მშენებლობის სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პროექტს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიყევით ბმულს: