„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, კახეთში მიმდინარე პროექტები დასრულების ეტაპზეა

16 აპრილი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიპრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამისგანახლებული რეგიონებიფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძესთან ერთად  კახეთში მიმდინარე  სამუშაოები დაათვალიერა.

პროგრამის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა გურჯაანში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 21 შენობისა და ეგრეთ წოდებულიპაპას ბაღისდაბებოს ბაღისრეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიონი ლარი შეადგინა.

ახმეტაში დასასრულების ფაზაშია ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები, რეაბილიტირდება 8 შენობა და 3 პარკი. სამუშაოების ღირებულება 5 მილიონი ლარია.

თელავში რუსთაველის ქუჩის ურბანული განახლების ფარგლებში, ფაქტობრივად დასრულებულია  12 შენობის რეაბილიტაცია და დაგეგმილია მიმდებარე საფეხმავლო ზოლისა და სკვერის რეაბილიტაცია. პროექტების საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების  გათბობის ხარჯებზე. ჩატარდა ქუჩების ტროტუარების, განათების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც.

პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა  კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში. დედოფლისწყაროში, რუსთაველის და ჰერეთის ქუჩებზე მიმდინარეობს 13 შენობის მოპირკეთების სამუშაოები და დაწყებულია 29 შენობის განახლების სამუშაოები, დასრულებულია გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობა და მიმდინარეობს შადრევანის მოპირკეთებისა და გამწვანების სამუშაოები. ქალაქ  სიღნაღის სარაჯიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კი, დასრულებულია 14 კერძო სახლის მოპირკეთებისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, ქალაქში დაწყებულია ჭავჭავაძის ქუჩის სახლებისა და ღობეების განახლების სამუშაოებიც და მიმდინარეობს ციხე-გალავნის რეაბილიტაციისა და განათების მოწყობის საპროექტო სამუშაოები. საგარეჯოში რეაბილიტაცია უტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 22 შენობას, სკვერსა და შადრევანს. ლაგოდეხში გათვალისწინებულია ზაქათალის ქუჩის და ეგრეთ წოდებულიპოლკოვის ბაღისრეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში დასრულდება ყვარელში ილია ჭავჭავაძის ქუჩის ურბანული განახლება, რომელიც 6 შენობის და  1 პარკის რეაბილიტაციას მოიცავს. პროგრამისგანახლებული რეგიონებიპირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, ყვარელში იგეგმება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობების, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია.

 „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა.

 

მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამაგანახლებული რეგიონებისმეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში და გურჯაანში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე