ბაზრის კვლევა - ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში „ბებოს პარკის“ და „პაპას პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 27 იანვარი 2022    /    ძალაშია: 14 თებერვალი 2022

 

მოგესალმებით, 

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში „ბებოს პარკის“ და „პაპას პარკის“ სარეაბილიტაცი სამუშაოების შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის („ბებოს პარკის“ და „პაპას პარკის“ სარეაბილიტაცი სამუშაოები) სავარაუდო ღირებულება.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული PDF ფაილების გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული ხარჯთაღრიცხვები, Excel-ისა PDF ფაილების სახით, PDF ფაილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: zsimonia@mdf.org.ge ; gkartozia@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .

დანართები:

1.       2 (ორი) PDF ფაილი;

2.       განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვები.

 

 ბებოს პარკი.pdf

განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვა - ბებოს პარკი.pdf

 პაპას პარკი.pdf

განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვა - პაპას  პარკი.pdf

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის