ბაზრის კვლევა - დაბა აბასთუმანში არსებული ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში არსებული ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტების (დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება) სავარაუდო ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 04 თებერვლის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: jshvelidze@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .
დანართი:
· ტექნიკური დავალება 6 (ექვსი) ფურცლად.
ტექნიკური დავალება - აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის.pdf
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის