სიახლეები
10 თებერვალი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, ისნის რაიონის გამგებელთან, აკაკი ხლაბუსტოვთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად თბილისის 89-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცას და მოსწავლეების მშობლებს შეხვდა.
10 თებერვალი 2026
ქალაქ რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სკოლა 700 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.
7 თებერვალი 2026
რუსთავში უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, უეფას სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს. ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სტუდია 9“, რომელიც ახალი სტადიონის პროექტს უეფას IV კატეგორიის მოთხოვნების მიხედვით ამზადებს, წინა საპროექტო კვლევა უკვე დაასრულა.
7 თებერვალი 2026
ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სენაკის საცურაო აუზის პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამეგრელოში, ორი ახალი სპორტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა. ზუგდიდის მრავალფუნქციური კომპლექსი 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.
7 თებერვალი 2026
კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანსა და სოფელ აწყურში საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სკოლების მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ადგილზე გაეცნო.
6 თებერვალი 2026
აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტორება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლის პროექტირებას იწყებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 450 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მისი პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.
5 თებერვალი 2026
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.
3 თებერვალი 2026
რუსთავში 3 საბავშვო ბაღი განახლდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის და ერთის სრული რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნო.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნო.
2 თებერვალი 2026
წყალტუბოში უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო
წყალტუბოში ახალი, უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პარალელურად, წყალტუბოში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც.
2 თებერვალი 2026
წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტური განვითარება იწყება
წყალტუბოში საფეხბურთო ტენიკური (სავარჯიშო) ცენტრის მშენებლობა იწყება და რაგბის 2 სტადიონის მშენებლობა იგეგმება. წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აშენდება საფეხბურთო ტექინკური (სავარჯიში) ცენტრიც.












