აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის თოვლსაწმენდი მანქანის მოდელთან AVANT 755i თავსებადი დამატებითი აღჭურვილობის შეძენა

გამოქვეყნებულია: 5 ოქტომბერი 2021    /    ძალაშია: 15 ოქტომბერი 2021

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში გეგმას აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის თოვლსაწმენდი მანქანის მოდელთან   AVANT 755i თავსებადი დამატებითი აღჭურვილობის  შეძენას.

 

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მოწოდების სავარაუდო ვადაა 6 თვე.

 

1. პალეტების ამღები ჩანგალი (PALLET FORK) 

·      ტვირთამწეობა  - არანაკლებ 1400 კგ 

·      საკუთარი წონა  - არანაკლებ 110 კგ - არაუმეტეს 115 კგ 

  

2. მისაბმელი ტიპის ბორბლებიანი ერთღერძიანი  ლაფეტი ბორტებით (.. პრიცეპი

             ·      ტვირთამწეობა -  არანაკლებ 1800 კგ 

·         სიგაე - არანაკლებ 1300 მმ - არაუმეტესს 1350 მმ 

·         სიგრძე - არანაკლებ 2200 მმ - არაუმეტესს 2400 მმ 

·         ბორტების სიმაღლე  - არანაკლებ 500 მმ - არაუმეტესს 600  მმ 

·         საბურავების ზომა  -  26x12-12 

 

3. ხის მერქნოვანი ნარჩენების და ხის ტოტების დამაქუცმაცებელი აგრეგატი ჰიდრავლიკური აძვრით, დაქუცმაცებული მასის  გამტყორცნი მიმმართველი მილით 

·      დასაქუცმაცებელი ხის დიამეტრი  - არანაკლებ 90 მმ - არაუმეტესს 100 მმ 

·      დამაქუცმაცებელი დოლურას (chipping drum) აძვრა   -  ჰიდრავლიკური  

·      დაქუცმაცებული მასის  გამტყორცნი მიმმართველი მილის მარჯვნივ-მარცხნივ რეგულირების  კუთხე  - 180 გრადუსი 

 

მგფ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბერის 15:00 საათისა წარმოგვიდგინოთ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და შემოთავაზებული საქონლის სპეციფიკაციები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@mdf.org.ge

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ეკა ეზუგბაია

შესყიდვების კონსულტანტი

577 44 73 77

eezugbaia@mdf.org.ge

 

პატივისცემით,

შესყიდვების დეპარტამენტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი