პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აჭარაში ახალი შესაძლებლობები გაჩდება ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მეტი ჩართულობისა და ვიზიტორებისთვის
„ქობულეთში, იქ სადაც დღეს რეალურად არაფერი არის და ამავდროულად დიდი პოტენციალია, ბულვარის საინტერესო კონცეფცია რეკრეაციული სივრცის გარდა დატვირთული სპორტული, გამაჯანსაღებელი და სხვა ფუნქციური ელემენტებით, რაც საშუალებას მისცემს ბავშვებს, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს უფრო საინტერესოდ გაატარონ დრო. სპეციალური კომისია უკვე ადგენს იმ მდებარეობებს, სადაც ახალი სახელმწიფო პროგრამით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არქიტექტურულ-ურბანულ პროექტებს დაამუშავებენ, შემდეგ კი მათ სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ. მთლიანობაში, ის აღმშენებლობის პროცესი, რაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს, მათ შორის ისეთი მსხვილი პროექტები როგორიც არის ხულო-ზარზმა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უსაფრთხო გადაადგილებას, ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, არამედ უშუალოდ ხულოს ინფრასტრუქტურის, როგორც ტურისტული მდებარეობის მნიშვნელოვნად განვითარებას“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა