სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
17 მარტი 2021
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა ბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გაბიონების და დამჭერი კედლის სამუშაოები.
აღნიშნულ 5 კმ-იანი გზა დაზიანებული იყო, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები და დამსვენებლები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.